საქართველოს სკოლები მზის ენერგიის პანელებით აღიჭურვება

საქართველოს სკოლები მზის ენერგიის პანელებით აღიჭურვება

საქართველოს საჯარო სკოლების მზის ენერგიის პანელებით აღჭურვის საპილოტე პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა, პირველ ეტაპზე შეირჩევა 10-15 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით.

„10-15 სკოლით დავიწყებთ პირველ ეტაპზე. პირველი სკოლები, სადაც ეს დამონტაჟდება, იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელი სკოლებით დაიწყება, ამას სამუშაო ჯგუფი შეარჩევს“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, სკოლების მზის ენერგიით აღჭურვა მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ისე საგანმანათლებლო კუთხით.

„აზიის განვითარების ბანკთან შეხვედრის დროს მრავალ პროექტზე ვისაუბრეთ. ის კონკრეტული პროექტი, რითაც დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ ფაზას, არის სწორედ მზის ენერგიის დამონტაჟება სკოლებში მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. დავიწყებთ რამდენიმე საპილოტე სკოლით. ახლა მიმდინარეობს დაკონკრეტება სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის ბაზაზე, თუ რომელ სკოლებში დავიწყებთ და რა მასშტაბის იქნება ეს პროექტი. ორი მნიშვნელოვანი ასპექტი მინდა გამოვყო ამ პროექტის. პირველი არის ის, რომ ენერგიის სუფთა წყაროს გამოყენებით მოხდება სკოლების უზრუნველყოფა, მაგრამ მთავარი, რაც ამ პროექტს ახლავს, არის საგანმანათლებლო დანიშნულება. მასწავლებლებს და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, რომ თვალნათლივ იხილონ ის ეკოლოგიური უპირატესობა, რაც გააჩნია მზის ენერგიის გამოყენებას. ჩვენი მოსწავლეებისთვის ამ პროექტის საგანმანათლებლო დატვირთვას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ისინი საკუთარი სკოლების მაგალითზე იხილავენ, რომ ალტერნატიული წყაროები ენერგიის, უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ