"ავერსი" სპეციალური შეკვეთით თურქეთიდან მედიკამენტების  შემოტანას აგრძელებს

"ავერსი" სპეციალური შეკვეთით თურქეთიდან მედიკამენტების  შემოტანას აგრძელებს

გუშინ ერთ–ერთი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. ზოგიერთ მედიკამენტთან დაკავშირებით ეს სიმართლეს შეესაბამება და "ავერსი" არ უარყოფს ამ ინფორმაციას. რაც შეეხება კონკრეტულ პრეპარატს, რომელზეც იყო საუბარი, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

ციტოლესი 10მგ #28 ტაბლეტის თვითღირებულება თურქული ქარხანა "აბდი იბრაჰიმიდან" არის 46,74 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 74,77 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 56,40 ლარი, დარიცხვა 20%.

ციტოლესი 10მგ #56 ტაბლეტის თვითღირებულება იმავე ქარხნიდან არის 56,10 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 88 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 67,50 ლარი, დარიცხვა 20%.

თუ თურქეთში ეს წამალი კიდევ უფრო იაფი ღირს, ეს განპირობებულია იმით, რომ მსგავსი მედიკამენტები სპეციალური ლიცენზიით მზადდება. ამ ლიცენზიით მედიკამენტები მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე იყიდება და მათი ექსპორტი არ არის შესაძლებელი. ჩვენ ქარხნის ფასს ვამატებთ 20% -ს - მინიმუმს, რაც აფთიაქის არსებობისთვის აუცილებელია.

წლებია, ავერსს ძვირად ღირებული და ონკოლოგიური პრეპარატები, რომლებიც თურქეთში სპეციალური ლიცენზიით იწარმოება, მომხმარებლებისთვის ჩამოაქვს ფორმა 100-ით, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. ამას კომპანია ყოველდღიურად აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 577747427 ან 2 500 700 (1138).

(R)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ