თვითმხილველი თავისუფლების მოედანზე მოზარდის დაჭრის შესახებ ჰყვება

თვითმხილველი თავისუფლების მოედანზე მოზარდის დაჭრის შესახებ ჰყვება

თვითმხილველის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი დაჭრილი სავარაუდოდ არასრულწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე თვითმხილველმა განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მეტრო "თავისუფლებასთან" ერთი დაჭრილი ახალგაზრდა ჩამოვიდა, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა.

"ხმაური არ ყოფილა. ეს ბავშვი წამოვიდა, ხელი ედო გულზე. ხალხმა რომ დაინახა სისხლი მოსდიოდა, სკამზე დასვეს, გამოიძახეს სასწრაფო და წაიყვანეს. სკოლის მოსწავლე იქნებოდა", - აღნიშნა თვითმხილველმა.

შემთხვევა მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ დღეს საღამოს მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, პირები ცივი იარაღით არიან დაჭრილი.

შს სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნისს“ შს სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს