თუ მეტროს მემანქანეები გაიფიცებიან, სატრანსპორტო კომპანია დამატებით რესურსს გამოიყენებს

თუ მეტროს მემანქანეები გაიფიცებიან, სატრანსპორტო კომპანია დამატებით რესურსს გამოიყენებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მეტროს მემანქანეები გაიფიცებიან, კომპანია დამატებით რესურსს გამოიყენებს და მეტრო არ გაჩერდება.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობს მეტროს მემანქანეების მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მათთან მედიატორის თანდასწრებით რამდენიმე შეხვედრა შედგა. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ კომპანია ვერ გაითვალისწინებს ხელფასების მატების მოთხოვნას ერთი მიმართულებით, რადგან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6300 ადამიანი და მათთვის შრომის პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯს კომპანიისთვის. რაც შეეხება გაფიცვას, სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და გაფიცვა გადავადებულია. მეტროს გაჩერებას და პარალიზებას საფრთხე არ ემუქრება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ",- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მეტროს შეუფერხებლად მუშაობისთვის კომპანია რეზერვებს გამოიყენებს.

"გვაქვს გარკვეული რეზერვები. კომპანია ასწავლის და ამზადებს ახალ კადრებს 5-6 თვის განმავლობაში. აქ არიან როგორც მემანქანეები, ასევე კონდუქტორები და დამხმარე თანამშრომლები. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკების გზით გადაწყდება პრობლემა და ესკალაცია არ მოხდება. ხვალიდან მეტროს გაჩერებას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება იმას, რომ 240-ვე მემანქანეა გაწევრიანებული პროფკავშირში და 240-ვეს მოთხოვნაა ხელფასების მატება, შემიძლია გითხრათ, რომ 240-ვე არ არის ამ პროფკავშირში და ყველას მოთხოვნა არ არის გაფიცვა",- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ დამწყები მემანქანე მატარებლის შემადგენლობას არ მართავს. "ვისაც ექნება გამოცდა ჩაბარებული და დაშვება ექნება მატარებლის შემადგენლობა მართოს, მხოლოდ მათ მიეცემათ უფლება შემადგენლობა მართოს",- განაცხადა კობახიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ