ავტორი:

"ერევანი პარალიზებულია, ვითარება არაპროგნოზირებადი..." - სომხეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

"ერევანი პარალიზებულია, ვითარება არაპროგნოზირებადი..." - სომხეთში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

"ერევნელი სტუდენტები შიშმილობის აქციას იწყებენ, დილიდან არ მუშაობს მეტრო. გაიფიცნენ აეროპორტის თანამშრომლები. აქციის წევრებმა გადაკეტეს აეროპორტის გზები; ასევე, გადაკეტილია სომხეთის თითქმის ყველა ცენტრალური გზა, მათ შორის, საქართველოსკენ მიმავალი... აქციის წევრების დიდი ნაწილი ქალაქის ხელმძღვანელობებს უვარდებიან და მათგან დემონსტრაციებში მონაწილეობას ითხოვენ. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ხალხი სამსახურებში არ დადის. ვითარება უკიდურესად დაძაბულია და არავინ იცის რა მოხდება" - აცხადებს Ambebi.ge-სთან საუბარში სომეხი ჟურნალისტი აიკ ხალატიანი.

მისივე თქმით, გადაკეტილია ერევანი-სპიტაკის მაგისტრალი და აქციის წევრების მიერ შემოვლითი გზები და ხიდები ბლოკირებულია.

საყოველთაო გაფიცვის მიზეზი ის გახდა, რომ 1 მაისს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. ფაქტმა ქვეყანაში ვითარება უფრო მეტად დაძაბა და აქციებიც განახლდა.

დღეს დილით თავდაცვის სამინისტრომ აეროპორტის გაზაზე 100-ზე სამხედრო მანქანა დააყენა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მისი ბლოკრება მოახდინეს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათი შეუფერხებელი მუშაობა აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

ჟურნალისტ აიკ ხალატიანის თქმით, დილიდან აქციის მონაწილეები გიუმრისა და მარალიკას მერიის შენობებში შევარდნენ და იქ მყოფთ მხარდამჭერ აქციებში მონაწალეობა მოსთხოვეს... გიუმრის მერმა მათ მოთხოვნაზე უარის განაცხადა.

"ვითარება უკვე არაპრონგზორებადია, დედაქალაქი კი - პარალზიებული... ფაქტია, რომ აქციები არ დაიშლება. სამხედრო და საპოლიციო სისტემები გამართულად ვეღარ მუშაობენ. მათ რიგებს ყოველდღიურად ტოვებენ თანამშრომლები. ვითარება უკიდურესად დაძაბულია" - ამბობს აიკ ხალატიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს განცხადებით მიმართა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის არჩევა მხოლოდ პარლამენტში, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს და საკითხის გადაწყვეტის სხვა თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა არ არსებობს...

კარაპეტიანმა ყველა პოლიტიკურ ძალებს მოლაპარაკების მაგიდის გარსემო შეკრებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, შეუძლებელია სომხეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდეს და მის მოსაგვარებლად ცივილიზებული და სწრაფი გადაწყვეტილებების უნდა მოხდეს. პასუხად, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა "რესპუბლიკური პარტიის" მმართველობის დასრულება მოითხოვეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე