გორის „დილას“ სტადიონზე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაა

გორის „დილას“ სტადიონზე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაა

გორის „დილას“ სტადიონზე „დილას“ გულშემატკივრებსა და თბილისის „დინამოს“ ფანებს შორის დაპირისპირებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დამტვრეულია ინვენტარი, სტადიონზე ქვებს ისვრიან.

არსებული ინფორმაციით, თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს სამართალდამცავები სტადიონის ტერიტორიიდან არ უშვებენ. გორის დილას გულშემატკივრების გაყვანას კი ტერიტორიიდან პოლიცია ცდილობს.

ცოტა ხნის წინ ეროვნული პირველობის მატჩი ფრედ დასრულდა. მოგვიანებით კი, გუნდების ფანკლუბებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ