რა ბედი ეწევა "ლაგუნა ვერეს" და რატომ უარყოფენ ფონდ "ქართუსა" და "ქართუ ჯგუფში" კომპლექსის მფლობელობას

რა ბედი ეწევა "ლაგუნა ვერეს" და რატომ უარყოფენ ფონდ "ქართუსა" და "ქართუ ჯგუფში" კომპლექსის მფლობელობას

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ლაგუნა ვერე", რომელსაც ორმოცწლიანი ისტორია გააჩნია, უკვე 5 წელია უფუნქციოდ არის მიტოვებული და მისი ბედი დღესაც გაურკვეველია.

"ლაგუნა ვერე" 2013 წლის დეკემბერში დაიხურა არამომგებიანობის და გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო. უკვე განახლებული კომპლექსი კი 2015 წელს უნდა გახსნილიყო. აქამდე ცნობილი იყო, რომ კომპლექსის მმართველი ფონდი "ქართუ" იყო, რომელსაც ადგილზე მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა განეხორციელებინა.

"ბიზნესპრესნიუსი" რამდენჯერმე შეეცადა ფონდში გარკვევას, თუ როდის იგეგმება "ლაგუნა ვერეს" რეაბილიტაცია, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად, ფონდში განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არ ჰყავთ და შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე პასუხს ვერავინ გაგვცემს. შემდეგი მცდელობისას კი, ფონდ "ქართუშიც" და "ქართუ ჯგუფშიც" განგვიცხადეს, რომ „ლაგუნა ვერე“ მათ საკუთრებაში არ არის.

რაც შეეხება "ლაგუნა ვერეს" ამჟამინდელ ადმინისტრაციას, მისი ხელმძღვანელი დავით ჩხეტიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ კომპლექსი ფონდი „ქართუს“ საკუთრებაა და განვითარების პროექტის შესახებ ინფორმაცია სწორედ მათთან უნდა გავარკვიოთ...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ