ძიუდოისტები 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან

ძიუდოისტები 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან

ძიუდოისტების განცხადებით, მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. ქართველი სპორტსმენები დღეს ვაკის პარკში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს.

"ორშაბათს ამას მასშტაბური სახე მიეცემა. ძალიან ბევრი პრობლემებია ფედერაციაში. გუნდი და ბიჭები ისევ ერთ აზრზე ვრჩებით. გამოიჩინოს ქევხიშვილმა კეთილგონიერება და დატოვოს დაკავებული პოსტი", - განაცხადა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ძიუდოს ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ფედერაციაში ერთპიროვნული მმართველობა და არაჯანსაღი სიტუაციაა.

"ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჩვენ გვერდით დგომის სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენში სიმართლეს ხედავენ. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ჩვენ იქ მიმსვლელები არ ვართ და ვერ შევძლებთ ვარჯიშს, რადგან არაჯანსაღი სიტუაცია და ერთპიროვნული მმართველობაა. მოვუწოდებთ, რომ მან მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც დიდი ხნის წინ უნდა მიეღო, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე ვერ შეძლო", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ