"ჩემი კიკნა აღარ მყავს..." - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა

"ჩემი კიკნა აღარ მყავს..." - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა

ცოტა ხნის წინ, "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. მათი ცნობით, ახალგაზრდები საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალნენ. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ახალი ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომლებიც განგებ არის დაბიძნურებული უცნობი ნივთიერებით.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი გარდაცვლილი 38 წლის კახა კიკნაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიკნაძის მეგობრები წერენ:

ბექა ჩხაიძე, მომღერალი:

"ჩემი კიკნა აღარ მყავს, ემო სიცოცხლე ძმაკაცო...".

თაკო დოლაბერიძე, ივენთ მენეჯერი:

"მერამდენე ადამნიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს. ყველა ქუჩაზე იყიდება. მთელმა ქალაქმა იცის, რას აკეთებთ, პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას?!".

მარიამ გეგუჩაძე:

"არ შეიძლება, რომ თან მოგწონდეს ტურიზმის განვითარება კლუბის და გართობის ხარჯზე, და თან ესეთი ნარკოპოლიტიკა გქონდეს. გუშინ ჩემი ახლობელიც გარდაიცვალა. მანამდე კიდევ ბევრი ადამიანის შვილი, და და მეგობარი. როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო მონიტორინგს არ უწევდეს იმას, თუ რა იყიდება ქალაქში?".

თბილისში რამდენიმე დღეს ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "მეფედრონით". გასულ კვირას, სავარაუდოდ, აღნიშნული ნივთიერების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა ასევე ორი ახალგაზრდა - 22 წლამდე ასაკის გოგონა და ბიჭი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს