ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ერთ-ერთი გარდაცვლილი კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იყო

ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ერთ-ერთი გარდაცვლილი კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იყო

5 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად თბილისში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

"მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე... მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ "მეფედრონია" ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ფენტალინი, ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლიერი ოპიატი)" - ნათქვამია მოძრაობის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. (ლევან კალანდაძე) პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. (კახა კიკნაძე) გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან 38 წლის კახა კიკნაძე და 39 წლის ლევან კალანდაძე. ლევან კალანდაძე კულტურის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მათი გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქზე" მეგობრები წერენ:

"ლევან კალანდაძე და კახა კიკნაძე - მერე? ვისი ბრალია ეს ტრაგედია? ორი სიცოცხლე? კიდევ 7 მოზარდის სიცოცხე!! არ მოვიდა დრო რომ გამოვფხიზლდეთ? როდემდე უნდა ვუსამძიმროთ ერთმანეთს მეგობრების, ახლობლების ესე ტრაგიკული გარდაცვალება?ვინ იქნება შემდეგი ხომ არ ვიცით!!! უფალმა გაანათლოს და სასუფეველი დაუმკვიდროს კახას და ლევანს, ჩვენ ძლიერი ერი ვარ და შეგვიძლია შევაჩეროთ ეს მიზნმიმართული გაუბედურება ერის და მომავალი ტაობის,მოვიფიქროთ მეგობრებო გამოსავალი, მარტო ვაიმე... და გოდვა არ გვიშელის!! ქვეყანა გვექცევა თავზე. მანდილოსნებო ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძმების, დების, მამების, შვილების, მეგობრების, ახლობლების, მეზობლების გადარჩენა,გადავდოთ ყველაფერი და ერთად დავჯდეთ და გამოსავალზე ვიფიქროდ!! მივაბაროთ ეს ორი ანგელოზი ქართულ მიწას და გთხოვთ გეჩოქებით ყველას გამოვნახოთ დრო და შევიკრიბოდ!! ისეთ ადგილსც სადაც ბევრი ვიქნებით,გავავრცელოთ და დარწმუნებული ვარ უკან არავინ დაიხებვა!! მივიდეტ ჭეშმარით გამოსავალზე!!" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი "ფეისბუქზე".

"უკვე მერამდენე ოჯახი ნადგურდება, მერამდენე დედა მწარდება შვილის სიკვდილით, მერამდენე შვილი ობლდება და ქალი ქვრივდება, ყოველდღიურად დიდი ტრაგედიის შემსწრენი ვხვდებით და ჩვენი ყველას სიჩუმე სიკვდილივით საშიშია, ადამიანები ხალხის გენოციდს აწყობენ საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე, სხვისი უბედურებით ფულებს შოულობენ და გვართმევენ მეგობრებს და ჩვენს ირგვლივ ხოცავენ ახალგაზრდებს. მკვლელობა მხოლოდ იარაღით არ არის. ყველა ვინც ამ სასაკლაოს აწყობს და წამლის ბარიგობით ცხოვრებას იწყობს მკაცრად უნდა დაისაჯონ!!! მერამდენე ახალგაზრდამ უნდა შეწყვიტოს სიცოცხლე რომ გონს მოვეგოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამდენი გარდაცვლილი... გამოვლენ მერე და სხვებს მორალს წაუკითხავენ მკვლელები, "თეთრი სიკვდილით" მოვაჭრეები. ყველა ჩვენთაგანის ბრალია ამ უკარგესი ბიჭების სიკვდილი!" - წერს ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე მეგობრების გარდაცვალების შესახებ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს