"შესაძლოა, ეს ქუმსიშვილზე განაწყენებული "რუხი კარდინალების" შურისძიება იყოს"

"შესაძლოა, ეს ქუმსიშვილზე განაწყენებული "რუხი კარდინალების" შურისძიება იყოს"

"კორუფციასა და გარიგებებზე საუბარს საფუძველი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ თვალსაჩინო იქნებოდა, რომ კონკრეტულ ტენდერს ერთ კომპანიას მოარგებდნენ, ამით მოსპობდნენ კონკურენციას და კომპანია გაიმარჯვებდა ზუსტად იმ ფასად, რაც გამოცხადებული იყო ტენდერის საწყის ღირებულებად" - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

მისივე განმარტებით, როდესაც ვხედავთ, რომ კონკრეტულად ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებულ ტენდერში კონკურენცია იყო, სახელმწიფომ "ედლაინის" გამარჯვებით 177 ათასი ლარი დაზოგა, სურათი იმდენად ნათელია, რომ სრულიად არალოგიკური და აბსურდულია გარიგებებსა და შეთქმულებების თეორიებზე ლაპარაკი. „ამას ცოტა სხვა სუნი დაჰკრავს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

კითხვაზე, რა მიზანი აქვს "პალიტრამედიის" წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ „ამ კამპანიაში პოლიტიკური კონტექსტი უნდა ვეძებოთ“.

„თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ამ კამპანიაში სხვა მედიასაშუალებების მონაწილეობა შურითაც იყო გამოწვეული - "პალიტრამედია", უკვე ორი ათეული წელია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რაც, ბუნებრივია, ბევრ მის კოლეგას, რომელმაც ანალოგიურ წარმატებას ვერ მიაღწია, არ მოსწონს. თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ ამ კამპანიაში პოლიტიკური კონტექსტი უნდა ვეძებოთ. შესაძლოა, დარტყმის მთავარი ობიექტი დიმიტრი ქუმსიშვილი იყოს.

ვიცით, რომ "პალიტრამედიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მინისტრის ნათესავია და დიმიტრი ქუმსიშვილი წლების წინ ამ კომპანიაში მუშაობდა კიდეც. შესაბამისად, მისი ოპონენტები "კომპრომატად" ამ კავშირს იყენებენ. ეკონომიკის სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ამ კამპანიის უკან ქუმსიშვილზე განაწყენებული ზოგიერთი "რუხი კარდინალი" იდგეს და ეს მათი შურისძიება იყოს. თუმცა ძალიან სუსტი არგუმენტები ჰქონიათ, თუ სხვა ვერაფერი უპოვეს მინისტრს იმის გარდა, რომ მისი ნათესავი წარმატებული ბიზნესმენია... ვფიქრობ, საზოგადოებისთვის აუცილებელია ამ კამპანიის დამკვეთთა გამოაშკარავება“, -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები