არასამთავრობო "შეაჩერე კორუფცია", რომლის სამი დამფუძნებლიდან ერთი - კორუფციის, მეორე კი ფინანსური მაქინაციებისთვის არის ნასამართლევი

არასამთავრობო "შეაჩერე კორუფცია", რომლის სამი დამფუძნებლიდან ერთი - კორუფციის, მეორე კი ფინანსური მაქინაციებისთვის არის ნასამართლევი

"შეაჩერე კორუფცია" - ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეურები ბოლო რამდენიმე კვირაა, ძირითადად, "ალიას" და "რუსთავი 2"-ის მეშვეობით ავრცელებენ შეცდომაში შემყვან, დამახინჯებულ ინფორმაციას "პალიტრამედიის" ხელმძღვანელების შესახებ. ყველა ამ ინფორმაციაში "კომპრომატად" მოყვანილია ის ფაქტი, რომ მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 2011-12 წლებში მუშაობდა "პალიტრამედიაში" და რომ მისი მეუღლე არის "პალიტრამედიის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ბიძაშვილი.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფცია" საჯარო რეესტრში 2017 წლის 26 ივნისს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას სამი დამფუძნებელი ჰყავს, მათგან ორი - ქეთევან ენუქიძე და გიორგი ბაჯელიძე - აღმასრულებელი დირექტორია, დირექტორის პოზიციაზეა რეგისტრირებული ვალერიან (ვატო) გელაშვილი.

"კორუფციასთან მებრძოლი" ორგანიზაციის ორი ხელმძღვანელი ნასამართლევია და რაც უნდა უცნაური იყოს, ერთი - კორუფციისთვის. აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჯელიძე შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი იყო, თუმცა 2014 წლის თებერვალში ქრთამის აღებისა და სახელმწიფო ტენდერის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ბრალდებით დააკავეს.

რაც შეეხება ვალერიან გელაშვილს, ნასამართლევია ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის ბრალდებით.

"შეაჩერე კორუფციას" საკუთარ ვებგვერდზე არ აქვს მითითებული დაფინანსების წყაროები, რის გასარკვევადაც ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ენუქიძეს დავუკავშირდით: "დაფინანსება საერთოდ არ გვაქვს, ამიტომაც დაფინანსებაზე არაფერია არსად მითითებული" - გვიპასუხა ენუქიძემ.

- ორგანიზაცია ენთუზიაზმზე მუშაობს?

- დიახ. ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე ვარ. ჩემი სურვილი იყო, ენთუზიაზმით გამეკეთებინა ეს საქმე. არ მჭირდება დაფინანსება, თავად ვაფინანსებ ჩემს საქმეს.

- მოქმედი ფილოლოგი ხართ?

- დიახ, სამეცნიერო ნაშრომები მაქვს, ვმუშაობ, ძირითადად, მოდერნისტებზე; პაოლო იაშვილზე მაქვს დაწერილი სამეცნიერო ნაშრომი. ამავე დროს, ლიტერატურის ინსტიტუტთან ვთანამშრომლობ. პერიოდულად ვიკვლევ პოეტების შემოქმედებას, შემიძლია ნაშრომებიც გამოგიგზავნოთ...

მელიების საკითხავი

როდესაც კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული, შენი ე.წ. არგუმენტები შენს წინააღმდეგ მუშაობს და რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო მდგომარეობაში ვარდები. სანამ რამეს იტყოდნენ ან დაწერდნენ, ნიკანორ მელიას, ზოგიერთ მედიასაშუალებას თუ "პალიტრამედიაზე" დაგეშილ უცნაური შემადგენლობისა და წარმომავლობის არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას" კარგად რომ ეფიქრათ, ელემენტარული ჭეშმარიტების უცოდინრებად არ წარმოჩნდებოდნენ.

უპირველესად ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში "პალიტრამედიის" კომპანია "ედლაინს" საქმე რომ ჩაეწყო, 20%-ით ფასს დააკლებდა?!

რომ არა ტენდერში "ედლაინის" მონაწილეობა, ბიუჯეტს მოუწევდა 177.000 ლარით მეტის გადახდა, ანუ ამ ორგანიზაციის ტენდერში მონაწილეობით ბიუჯეტმა დიდი თანხა დაზოგა. ეს მსხვილი შრიფტით მოინიშნონ კოლექტიურმა მელიებმა და ჩაიხედონ ხოლმე, სანამ კორუფციულ გარიგებებზე ალაპარაკდებიან.

"პალიტრამედიის" ბიზნესწარმატების დაკავშირება იმასთან, რომ თურმე მედიასახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილია, ისევე აბსურდულია, როგორც ზემოხსენებული ტენდერის "უკონკურენციოდ" წარმოჩენა, რომელიც საბოლოოდ კონკურენტული გამოდგა. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, ნიკანორი ისე ემალება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტებს, როგორც მელია - მონადირეებს.

ესეც მსხვილი შრიფტით მოინიშნონ კოლექტიურმა მელიებმა - "პალიტრამედია" 23 წელია, არსებობს, ის წარმატებული ბიზნესორგანიზაცია იყო დიმიტრი ქუმსიშვილის გამინისტრებამდე დიდი ხნით ადრე, წარმატებული იქნება მას შემდეგაც, როცა ქუმსიშვილი მინისტრი აღარ იქნება.

მინისტრის ნათესავი ბიზნესმენებისთვის ტენდერებში მონაწილეობა და მოგება თუ "კომპრომატია", მაშინ "ვაღიარებთ", რომ 2017-2018 წლებში "პალიტრამედიის" სხვადასხვა კომპანიამ 426 ტენდერში მონაწილეობა მიიღო და 171-ში გაიმარჯვა.

რაც მთავარია, კოლექტიურმა ნიკანორებმა დაიმახსოვრონ, რომ ტყუილს მართლაც ძალიან, ძალიან მოკლე ფეხები აქვს და სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობია. ისე, ნიკანორს ამომრჩეველთა უმრავლესობაში სახელი კარგა ხანია გატეხილი აქვს. თუმცა, თუ ცილისწამებას გააგრძელებენ, თავის რა მოგახსენოთ, მაგრამ სახელზე გასატეხი "ადგილი" აღარ შერჩებათ წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრაში"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ