ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული მეზღვაური - 3 წლის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდი

ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული მეზღვაური - 3 წლის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდი

ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბიიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს შეხვდნენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, სოსლან კაკაბაძის საქმის განხილვა ლიბიის სასამართლოში სამხედრო პოლიტიკური კრიზისის გამო ვერ ხერხდებოდა. დღევანდელ შეხვედრაზე სოსლან კაკაბაძის ლიბიის საპატიმროში ყოფნის პერიოდზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ლიბიის საპატიმროში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.

"სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა ციხეში გადავყავდი. საქართველოს მთავრობისა და უნგრეთის სახელმწიფოს ძალისხმევით ჩემი სასამართლო შედგა და გაგვათავისუფლეს. ციხეში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ბრალდება იყო, რომ ჩვენ თითქოს ნავთობი იტალიაში უკანონოდ გადაგვქონდა",- აცხადებს სოსლან კაკაბაძე.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, უწყება სოსლან კაკაბაძის მიმართ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იზრუნებს. ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე ლიბიაში 2015 წელს დააკავეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ