რა ემართება ადამიანს სხვადასხვა ნივთიერებით ინტოქსიკაციის დროს

რა ემართება ადამიანს სხვადასხვა ნივთიერებით ინტოქსიკაციის დროს

როგორ გავარჩიოთ სხვადასხვა ნივთიერებით ზედოზირების (ინტოქსიკაციის) შემთხვევები ერთმანეთისგან? ფსიქიატრი მანანა გეგეშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე თემასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

  • ალკოჰოლი: სუნთქვის და გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა ნორმალურია; გუგები - საშუალო სიდიდის; ლაპარაკი გაძნელებულია; ძილიანობა; ფეხის არევა; დეზორიენტაცია (დროის და ადგილის შეგრძნების შეფერხება); ფრაზების გამეორება; ალკოჰოლის სუნი ამონასუნთქში.
  • ამფეტამინი ან კოკაინი: მაღალი არტერიული წნევა და პულსი; გაფართოებული გუგები; იმპულსურობა; აგრესიულობა; აგზნებულობა.
  • "აბაზანის მარილები": მაღალი არტერიული წნევა და პულსი, ფართო გუგები, აგზნება, გულყრები, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება, ნატრიუმის დაქვეითება სისხლში, და ჰალუცინაციები.
  • კანაბისი: ნორმალური არტერიული წნევა, პულსი და სუნთქვის სიხშირე; საშუალო ზომის გუგები; შენელებული მეტყველება; ძილიანობა; ფეხარეული სიარული; დეზორიენტაცია; საკვების კვალი სახეზე ან ტანსაცმელზე; მარიხუანას სუნი ამონასუნთქში.
  • ოპიოიდები: გაიშვიათებული სუნთქვა და სისხლის დაბალი ჟანგბადით გაჯერებულობა; ვიწრო გუგები; მეტყველების გაძნელება; ძილიანობა.
  • MDMA: მაღალი არტერიული წნევა და პულსი; გაფართოებული გუგები; ენერგიულობა, მაგრამ არააგრესიულობა; პირის სტერეოტიპული მოძრაობები (კბილების ღრჭიალი, ტუჩების ლოკვა); ყველასთან ერთობის შეგრძნება.
  • ბენზოდიაზეპინები: დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირე და ტემპერატურა; ნორმალური ზომის გუგები; ავადმყოფი კომაშია და სხეული იოლად ულურჯდება.
  • ფენციკლიდინი (PCP): მაღალი წნევა და პულსი; ფართო გუგები; აგრესიულობა სხვების მიმართ; აგზნება.
  • ჰალუცინოგენი (LSD, ფსილოციბინი, მესკალინი): ცოტა მომატებული წნევა და პულსი; ფართო გუგები; უაზრო მზერა; ღებინება - განსაკუთრებით მესკალინის შემთხვევაში.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს