"ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოქალაქეებს აფრთხილებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" მოქალაქეებს აფრთხილებს

კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი" მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კომპანიის სპეციალისტების ან კონტრაქტორის მიერ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას კატეგორიულად იკრძალება მათთან ნებისმიერი პირდაპირი ფინანსური გარიგება ან შეთანხმება (ე.წ. ფულის ხელზე მიცემა).

"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სამუშაოები უნდა შეთანხმდეს რაიონულ სერვისცენტრში ან სათავო ოფისთან. შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდა კი ხორციელდება მხოლოდ სერვისცენტრებში ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაფრთხილებთ, რომ პირდაპირი გარიგება და კომპანიის გვერდის ავლით სამუშაოების შესრულება ისჯება კანონით. "ყაზტრანსგაზ - თბილისი" შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხს არ აგებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ყაზტრანზგაზ - თბილისი“ მოქალაქეებს სთხოვს, ნებისმიერი მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდნენ კომპანიას ცხელ ხაზზე: 2 40 40 04.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ