"სამი მთავარი გმირიდან მარტო მე დავრჩი, გოგა ფიფია და თინა ვარდანაშვილი ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - ზურა ყიფშიძე

"სამი მთავარი გმირიდან მარტო მე დავრჩი, გოგა ფიფია და თინა ვარდანაშვილი ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან" - ზურა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძე ლანა ღოღობერიძესთან ფილმშია დაკავებული. მსახიობი ამბობს, რომ კარგი როლი აქვს. მთავარი გმირის ასაკოვან შეყვარებულს ასახიერებს, რომელიც ინვალიდის სავარძელში ზის. ის ქალბატონიც ხანში შესულია, უკვე ჯოხით დადის. ფილმი აგებულია მათ სატელეფონო საუბრებსა და ზოგადად ცხოვრებაზე, სიყვარულზე, სამყაროზე... ფილმს "მინდვრის ყვავილები" ჰქვია. ვიღაცამ იხუმრა თურმე, პირველ ფილმში "როცა აყვავდა ნუში", ზურას გმირი ლანამ ველოსიპედზე დასვა, ხოლო ბოლო ფილმში ინვალიდის სავარძელში, ბორბლების გარეშე არ შეუძლიაო.

- ბატონო ზურა, ქალბატონ ლანასთან პირველი ფილმის გადაღების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. რეჟისორის ხასიათში ან მისი მუშაობის სტილში რაიმე ცვლილება აღმოაჩინეთ?

- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქალი საერთოდ, გაცილებით ჭკვიანი და საზრიანია, ვიდრე მამაკაცი. ქალბატონი ლანა მუდამ იყო და ახლაც არის ძალიან ძლიერი და ბრძენი პიროვნება. 90 წლისაა და მიხარია, რომ მშვენივრად გამოიყურება, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ფილმში "მინდვრის ყვავილები" ქალბატონი ლანა თავის დამოკიდებულებას გვიჩვენებს ცხოვრებასთან, საკუთარ შეცდომებთან, პოლიტიკასთან. თითქოს აღსარების მსგავსად უნდა, რომ ყველაფერი თქვას...

სამწუხაროდ, "როცა აყვავდა ნუშის" სამი მთავარი გმირიდან მარტო მე დავრჩი, გოგა ფიფია და თინა ვარდანაშვილი ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. სხვათა შორის, ფილმის პოპულარობას თავიდან ვერ შევესწარი. როგორც კი დამთავრდა მუშაობა და როლი გავახმოვანე, მაშინვე მოსკოვში წავედი. აქ თურმე ამბავი ატყდა... როცა ჩამოვედი, მერე გავხდი იმ ყველაფრის მონაწილე. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება