"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - ვინ თუ არა შსს-მ იცის, რომ "ბასიანთან" დაკავშირებული პირები ნარკოგარიგებებში მონაწილეები არ არიან

"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - ვინ თუ არა შსს-მ იცის, რომ "ბასიანთან" დაკავშირებული პირები ნარკოგარიგებებში მონაწილეები არ არიან

ვინ თუ არა შსს-მ იცის, რომ „ბასიანთან“ დაკავშირებული პირები და მფლობელები ნარკოგარიგებებში მონაწილეები არ არიან, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზვიად გელბახიანის თქმით, კლუბთან ერთად „ბასიანი“ არის მოძრაობაც, რომელიც ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ გამოდის, ეს კი პრორუსული ძალების მხრიდან აგრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სოციალურ ქსელში „ბასიანის“ წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას, რომელიც ხორციელდება პრორუსული აგრესიული ძალების მხრიდან. ეს ემსახურება „ბასიანის“ დისკრედიტაციას. კლუბთან ერთად „ბასიანი“ არის მოძრაობაც, რომელიც ქვეყანაში გამეფებული უსამართლობს წინააღმდეგ გამოდის, ეს კი პრორუსული ძალების მხრიდან აგრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება. ვინ თუ არა შსს-მ იცის, რომ „ბასიანთან“ დაკავშირებული პირები და მფლობელები ნარკოგარიგებებში მონაწილეები არ არიან. ქვეყანაში ნამდვილად არის საიტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების გამოწერა. ადამიანები ნარკოტიკს იღებენ სახლშიც და გასართობ ცენტრშიც და ის ბრალდება, რომ რომელიმე კლუბი პასუხისმგებელია, უსამართლობაა. იმედი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აჰყვება პრორუსუსლ ძალებს და დააკავებს ამ საიტის დამფუძნებლებს“, - განაცხადა ზვიად გელბახიანმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ