"ხალხს თუ უჭირს, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ" - გუგული მაღრაძე

"ხალხს თუ უჭირს, უფრო გამხდრები უნდა იყვნენ" - გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა და იქვე მოაყოლა იდეა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს.

გთავაზობთ ამონარიდებს "სარკის" ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალმა გუგული მაღრაძესთან ჩაწერა:

- ქალბატონო გუგული, სოციალურ ქსელში მიგითითებენ, საკუთარ ჭარბ წონას მიხედოსო...

- ყველა საკუთარი თავიდან ამოდის. ვხედავთ, მთელ მსოფლიოში დიეტების როგორი ბუმია, ამით ადამიანები ებრძვიან საკუთარ თავს და საკუთარ ფსიქიკას. მე ძალიან სწრაფად ვჭამ, იცით რატომ? პატარაობაში, როგორც კი კითხვა ვისწავლე, სულ წიგნი მედო გვერდით და ისე ვჭამდი. დედაჩემი მართმევდა, ჭამის დროს წიგნის კითხვა არ შეიძლებაო და მე ძალიან ჩქარა ვჭამდი, რომ მივბრუნებულიყავი იმ საინტერესო წიგნთან. ასე მივეჩვიე სწრაფად ჭამას და მერე ვეღარ გადავეჩვიე.

ვაღიარებ, რომ მეც მაწუხებს ზედმეტი წონა. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რას შეცვლიდით ცხოვრებაშიო და ვუპასუხე, არაფერს, ნეტა სწორი ცხოვრების წესს მივეჩვეოდე-მეთქი. ახლა აუზზე დავდივარ და სულ ვებრძვი ჩემს თავს - მეზარება.

- დიეტაზე ყოფილხართ?

- არა, 10-15 კილოთი ნაკლები რომ ვიყო, უკეთესად ვივლიდი. მაგრამ დიეტას იმხელა ნებისყოფა უნდა... ისედაც ბევრი საქმე მაქვს. ერთადერთი ვცდილობ საღამოს გვიან არ ვჭამო წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ