"ერთი დღე კარგად იყო, მერე ხელ-ფეხი წაერთვა... სპინალურის მერე დაემართა" - ბათუმელი მშობიარე მოულოდნელად კომაში ჩავარდა

"ერთი დღე კარგად იყო, მერე ხელ-ფეხი წაერთვა... სპინალურის მერე დაემართა" - ბათუმელი მშობიარე მოულოდნელად კომაში ჩავარდა

ახლახან სოციალური ქსელი ახალგაზრდა მშობიარის, ნათიას ჩაგანავას ამბავმა შეძრა. ახალგაზრდა დედა საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა. მან თავისი პაწაწინა შვილის გულში ჩახუტება მოასწრო მხოლოდ. ნათიას გადასარჩენად განსცხადებაც გავცელდა. "მეგობრებო ბათუმელ ნათია ჩაგანავას აქვს მძიმე მდგომარეობა!!! 10 აპრილის საკეისრო კვეთის შემდეგ, ერთი დღე მოასწრო ჩახუტებოდა თავის პირველ შვილს, პირველ სიხარულს. მას შემდეგ აპარატით ცოცხლობს!!! დაუდგენლი მიზეზებით ჩავრდა კომაში, დარჩა რამდენიმე დღის ევა, რომელიც მოუთმენლად ელოდება დედას. ნათიას აქვს გადარჩენის შანსი. ოჯახმა მიიღო ტრანპორტირების ნებართვა. სასწარფოდ გადაჰყვათ თურქეთში. გვჯერა რომ ხალხის წყალობითეს თანხა შეგროვდება. გთხოვთ დაგვიდგეთ მხარში, მას ხომ ცხოვრება წინ აქვს...

დეტალური ინფორმაციისთვის ბათუმში ოჯახის ახლობელს - თიკო აბაშიძეს დავუკავშირდით...

- უმძიმესი მდგომარეობაა, იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რაც ახლა აქ ხდება. ნათიას მეუღლე ნერვიულობისგან იმდენად ცუდად გრძნობს თავს, რომ ვეღარც საუბრობს... თურქეთის კლინიკა 54 ათას დოლარს ითხოვს და ვადა მხოლოდ ორი დღე გვაქვს. აჭარის ჯანდაცვა 15 ათას ლარს იხდის, ოჯახს გვაქვს 11 ათასი ლარი და ხალხის მიერ შემოსულმა თანხამ 6 ათასი ლარი შეადგინა მხოლოდ 24 საათში...

- რატომ დამძიმდა ასე მშობიარის მდგომარეობა?

- სპინალური გაუტკივარება გაუკეთეს, ვერ მოხვდნენ ხერხემალში, შემდეგ კიდევ ნარკოზი გაუკეთეს... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ