"მასთან შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

"მასთან შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე" - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას "ჩემო ძმაოს" ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ რეპერი ამ სიმღერით ეკლესიას დაესხა თავს. ამასთან, იხსენებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრებს და მის დამოკიდებულებას ეკლესიისადმი:

"ბერა ივანიშვილი, რომელიც მთავარი "დამკრიშავია" კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველოს ეკლესიას დაესხა თავს თავის უნიჭო კლიპში. ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი, რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს.

ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა. მის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ახლა, პრინციპში, ამას უკვე ღიად ამბობენ. ამ საცოდაობის ავტორის მამა, ოცნებობს საქართველოს ოფიციალურად პრეზიდენტად მოევლინოს შემოდგომაზე. ამჯერად, ეს ოცნება ოცნებად დარჩება და აღარ გადაიქცევა ქართველი ერის კოშმარად" - წერს სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს