ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა - რას გეგმავენ ნაკრების წევრები დღევანდელ ყრილობაზე

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა - რას გეგმავენ ნაკრების წევრები დღევანდელ ყრილობაზე

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის ყრილობას დაესწრებიან. ამის შესახებ ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტისა და კულტურის მინისტრის განცხადების შემდეგ განაცხადა.

ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ძიუდოს ნაკრების წევრები მიესალმებიან სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებას, შეიქმნას საკითხის განსახილველად კომისია. თუმცა, აღნიშნავს, რომ ისინი დღეს დაგეგმილ ყრილობაზე მივლენ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს კონკრეტულ კითხვებს დაუსვამენ.

“ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის განცხადება და მადლობა მინდა გადავუხადო ყურადღებისთვის. ჩვენთვის მისაღებია აღნიშნული პოზიცია, თუმცა ჩვენ დღეს მივდივართ “ბილტმორში” ყრილობაზე და ყველა ერთად გავესაუბრებით ბატონ დავით ქევხიშვილს. დავუსვამთ შეკითხვებს რაც დაგვიგროვდა და კიდევ ერთხელ დავუფიქსირებთ ჩვენს პოზიციას”, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

ძიუდოს მწვრთნელის, გიორგი ვაზაგაშვილის განცხადებით, გამორიცხულია სიტუაციის გამწვავება და დღევანდელი შეხვედრა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, - ამის შესახებ კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში მისი მოადგილეები და კომიტეტების პირველი პირები და წარმომადგენლები იქნებიან.

“ჩვენ შევთანხდმით იმაზე, რომ სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ფედერაციიდან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც იყო ამ დღეებში საუბარი. უახლოეს დღეებში მოხდება ყველა ამ საკითხის ძალიან სკრუპულოზური შესწავლა და შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ჩვენ გაცნობებთ. გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება ცნობილი. ამ პროცესს არ გავწელავთ სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე. მინდა მანამდე ყველას ვთხოვო, რომ შეინარჩუნონ სამართლებრივი ჩარჩოები, არ მოხდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. გარანტიას ვაძლევ ყველას, ვიქნებით მიუკერძოებლები, ძალიან მკაცრები შეფასებებში. ყველაფერს ნათელი მოეფინება. ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ - დარჩით სამართლებრივ ჩარჩოებში“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ