ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა - ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა - ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს

სასტუმრო “ბილტმორში”, სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მიმდინარეობს, სიტუაცია დაიძაბა. სასტუმროში მივიდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები, რომლებიც სრული შემადგენლობით ითხოვდნენ ყრილობაზე შესვლას. თავდაპირველად ყრილობის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დარბაზში შევიდა 8-კაციანი ჯგუფი, თუმცა შემდგომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა და თითქმის სრულად შეუშვეს ყველა.

ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ყრილობაზე ორ საკითხს განიხილავენ: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა. დარბაზთან მობილიზებულია კერძო დაცვის სამსახურის “ალგანის” თანამშრომლები. სწორედ ისინი არ უშვებდნენ სპორტსმენებს იმ დარბაზში, სადაც ყრილობა ტარდება.

"მე ვიცავ არა ამ თანამდებობაზე დავით ქევხიშვილის ყოფნას, არამედ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს" - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა.

ყრილობაზე შევიდნენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და სხვა სპორტსმენები. როგორც ყრილობაზე შესვლამდე ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი დავით ქევხიშვილს დაუსვამდნენ ყველა კითხვას, რაც მათ აქვთ.

თუმცა, მალევე ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ძიუდოისტებმა განაცხადეს, ისინი დაელოდებიან დღეს შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას და სწორედ ამის მიხედვით იმოქმედებენ.

საქართველოს ნაკრების წევრის ავთანდილ ჭრიკიშვილის განმარტებით, ძიუდოისტებმა ყრილობაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ისაუბრეს ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებზე და დასვეს კონკრეტული შეკითხვები, თუმცა დავით ქევხიშვილს და ფედერაციის წარმომადგენლებს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ უცდიათ, რის შემდეგაც მიიღეს ყრილობის დატოვების გადაწყვეტილება. ჭრიკიშვილის თქმით, ყრილობაზე რაიმე დაპირისპირებას ან ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ