"ქართველი ხარ გოგო?" - ქართული ტელევიზიის ვიდეო ლანა დელ რეის ინსტაგრამიდან და აჟიტირებული ფანები

"ქართველი ხარ გოგო?" - ქართული ტელევიზიის ვიდეო ლანა დელ რეის ინსტაგრამიდან და აჟიტირებული ფანები

ცნობილმა ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა ლანა დელ რეიმ ქართველი ფანების გაოცება და სიხარული გამოიწვია "ინსტაგრამზე" დადებული ერთი პოსტით. ვარკვლავის "ინსტაგრამის" გვერდმა გააზიარა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ვიდეო უცხოეთის ბლოკიდან, რომელზეც ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის კადრებია ასახული.

კადრები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა მომღერლის ქართველი ფანების ინტერესი ქართულმა წარწერებმა გამოიწვია. ვიდეოს ასობით კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ლანა დელ რეის ქართველი ფანებისგან.

"ქართულ წარწერას მე მიჩვენებს მარტო დასაწყისში თუ?..." - წერენ დაბნეული ინტერნეტმომხმარებლები.

სხვები კი ქართულ წარწერებიანი ვიდეოს ნახვამ ხუმრობის განწყობაზე დააყენა: "ქართველი ხარ გოგო?"; "მოვითხოვთ ლანას დედოფლად საქართველოში!"; "ლანა, ჰამოდი"; "თავში აგვივარდება ახლა"; "ჩამოდი საქართველოში, ეს ქართული არხია"; "პალიტრას ნიუსების ყურება უნდა დავიწყო" - წერენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები "ინსტაგრამზე".

"ქა

ლანა დელ რეის ინსტაგრამის გვერდს 12 მილიონი ფოლოვერი ყავს. საკუთარი ფოტოების გარდა, მომღერალი ხშირად აზიარებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ახალ ამბებს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს