"ბავშვი შევიდა მაღაზიაში და უნდოდა შუშხუნა ეყიდა..." - ბებია, რომლის შვილიშვილმაც "კროტი" შეჭამა, მომხდარის დეტალებზე საუბრობს

"ბავშვი შევიდა მაღაზიაში და უნდოდა შუშხუნა ეყიდა..." - ბებია, რომლის შვილიშვილმაც "კროტი" შეჭამა, მომხდარის დეტალებზე საუბრობს

ერთ-ერთი ბავშვის ბებია ლიზა ბუკია, რომლის შვილიშვილმაც ფოთში, მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტი“ შეჭამა, „ინტერპრესნიუსთან“ შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.

ლიზა ბუკიას თქმით, 9 წლის ბავშვმა თავად აიღო მაღაზიიდან ქიმიური ნივთიერება.

„ბავშვი შევიდა მაღაზიაში და უნდოდა შუშხუნა ეყიდა. როდესაც დაინახა რაღაც უცხო, თავად აიღო მან ეს „კროტი“. გასინჯა გემო. შემდეგ მოირბინა სახლში და ჩვენ გვითხრა. ამის შემდეგ მივმართეთ ექიმს. ჩვენ 9 წლის ბიჭი გვყავს და მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება 5 წლის ბავშვს, როგორც ვიცით, ის შედარებით მძიმედაა. შემთხვევა ერთსა და იმავე მაღაზიაში მოხდა“, - განაცხადა მოწამლული ბავშვის ბებიამ ლიზა ბუკიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: "მივვარდი გამყიდველს, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა, ბავშვისთვის უნდა გვეშველა"

ამასთან, როგორც მაღაზიის გამყიდველმა განაცხადა, „კროტი“ მაღაზიიდან ამოიღეს.

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტით“ მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, 5 და 9 წლის ბავშვებს მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში უტარდებათ. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი. მათივე ინფორმაციით, 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს, გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით.

როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტი“ შეჭამეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ