"გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა..." - რას წერს "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი ნარკოდანაშაულში ბრალდებულზე

"გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა..." - რას წერს "თეთრი ხმაურის" დამფუძნებელი ნარკოდანაშაულში ბრალდებულზე

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ნარკოდანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა ქალის საქმეს ეხმაურება. როგორც წიქარიშვილი წერს, როგორც ხშირად ხდება, ამ შემთხვევაშიც "ჯოხი გადატყდა" ქალზე, რომელიც ნარკოტიკის რეალიზაციის სქემაში ყველაზე პატარა რგოლია:

"გაიწირა ისევ ქალი, 5 წლის ბავშვის დედა. ძალიან მინდა რომ ამ საკითხით ოდესმე ვინმე დაინტერესდეს და ფართო კვლევის საგნად იქცეს, რადგან მასკულინური და პატრიარქალური სიმახინჯეების ზეგავლენით, ყოველთვის ასე ხდებოდა - ნაბიჭვარი კაცები, ვითომ დაცულობის გარანტიებს უქმნიდნენ როგორც წესი სოციალურად დაბალი ფენის ქალებს, "საყვარლებს" და შავ სამუშაოებს (ნარკოტიკთან უშუალო კონტაქტი, გადაზიდვა, დადება, მყიდველისთვის გადაცემა) სწორედ მათ ასრულებინებდნენ. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა და სქემა გაიშიფრებოდა, ან ზევიდან ვინმეს დაჭერას მოითხოვდნენ, წირავდნენ სწორედ მათ, შავ ბიზნესთან შედარებით გროშებზე მომუშავე ქალებს. ასე მოხდა ახლაც.

შსს კმაყოფილია, ბრმა საზოგადოება დააჯერა, კმაყოფილია პრემიერიც, მერე რა რომ მთავარი მომწოდებელიც და ლობებიც ისევ სისტემაში არიან, მერე რა რომ სუბსტანცია, რომელსაც ეს გოგო დებდა (დებდა და არა ასაღებდა, რადგან გამსაღებელი რეალურად ისაა ვისაც ფული ერიცხებოდა, ანუ ამ შემთხვევაში პოლიციის მუშაკი იაკობ გოგებაშვილი და ძმანი მისნი) მოსაწევი "ბიო" იყო და არა ის სუბსტანცია, რომლითაც ბოლო დროს ადამიანები დაიხოცნენ, ამას ხომ ხალხი მაინც ვერ გაიგებს, მთავარია შეიქმნა ილუზია თითქოს შსს ნარკორეალიზაციას წარმატებით ებრძვის და ყველას ფეხზე ჰკიდია, რომ მთელი ეს სისაძაგლე გადატყდა რეალიზაციის ყველაზე დაბალ რგოლზე, ქალზე რომელმაც სასამართლოდან დასაფიქრებლად ორი ფრაზა დაგვიტოვა - "ძალიან მეშინია" და "თავს მოვიკლავ". ასეთ დროს მეც მეზიზღება ეს ქვეყანა" - წერს წიქარიშვილი.

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 მაისს პატიმრობა შეეფარდათ. გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს, გოგებაშვილი კი - არა. არსებული ინფორმაციით, ნინო გეგელაშვილს ჩვენებაში განმარტებული აქვს, რომ ის მარტო მოქმედებდა და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი გოგებაშვილს ნარკოტიკების რეალიზაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ. დაკავებული გიორგი გოგებაშვილი პოლიციის ყოფილი თანამშრომლის ძმაა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს