სად არიან ჟურნალისტები, როცა მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს

სად არიან ჟურნალისტები, როცა მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობს

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობას მართავს. ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს. მთაწმინდაზე, "ანდერვილ კლუბში" უკვე შეიკრიბნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და პარტიის მხარდამჭერები, რომლებიც ყრილობაზე არიან მიწვეულნი. ადგილზე მივიდა ბიძინა ივანიშვილი.

შეკრების ადგილზე ლურჯი ფერის ხალიჩაა დაგებული, რომელზეც სტუმრებმა გაიარეს კლუბში შესვლამდე. ჟურნალისტები ყრილობის დარბაზში არ დაუშვეს. მათთვის ლურჯი ხალიჩის მიღმა სპეციალური სივრცეა გამოყოფილი, სადაც მედიის წარმომადგენლები ქოლგებითა და საწვიმრებით დგანან და რესპონდენტებს ელოდებიან. "ბრეზენტით" გადახურულ კარავში კი დიდი ეკრანი დგას, საიდანაც ჟურნალისტებს ყრილობაზე გამომსვლელების მოსმენა და მათი გადაღება შეუძლიათ.

ავტორი; ფოტო: ნინო ხოზრევანიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ