სამართალდამცველებმმა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმმა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმმა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი დააკავეს. დაკავება სხვა აქტივისტებთან ერთად კლუბ "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წიქარიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან იქ შეკრებლ პირებს მობილიზების და საპროტესტო მსვლელობისკენ მოუწოდა. სამართალდამცველებმა ადგილზე მყოფ ადამიანებს კლუბის შესასვლელი დაატოვებინეს.

პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი კაფე "გალერისთანაც" დააკავა.

ცნობისთვის, "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს