"ბასიანიდან" მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

"ბასიანიდან" მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

კლუბ "ბასიანთან" მყოფი მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ისინი აქციას პარლამენტის შენობასთან გამართავენ. აქციას ორგანიზებას უწევს მოძრაობა "თეთრი ხმაური" და პარტია "გირჩი". „ბასიანში“ კი სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარე პერიმეტრზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 8 პირი, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკების რეალიზებას ედავება.

ამ დრომდე უცნობია სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაკავენულთა ზუსტი რაოდენობა. არსებული ინფორმაციით, კლუბის გარეთ მომხდარი ინციდენტების დროს სამართალდამცავებმა 15-მდე პირი დააკავეს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის წესით 8, ხოლო ადმინისტრაციული წესით 20-მდე ადამიანი დააკავეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ