„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი გაათავისუფლეს

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი გაათავისუფლეს

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი, რომელიც წუხელ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ დააკავეს, გათავისუფლებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობის წევრებმა განუცხადეს, მათთვის ცნობილია, რომ ბექა წიქარიშვილი გაათავისუფლეს, თუმცა სად იმყოფება ამ დროისთვის, უცნობია. არსებული ინფორმაციით, ბექა წიქარიშვილი საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი.

წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს როგორც კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, თეთრი ხმაურის ინფორმაციით 60-მდე პირი დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს