ნარკორეალიზაციის ამსახველი კადრები ღამის კლუბებიდან - შსს ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს

ნარკორეალიზაციის ამსახველი კადრები ღამის კლუბებიდან - შსს ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც მათი ინფორმაციით ასახული ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტები თბილისის ღამის კლუბებში.

ვიდეოში ჩანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის და თანხის გადაცემის კადრები "გალერის", "ბასიანის", "ხიდის" და სხვა ღამის კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე, ან კლუბების საპირფარეშოებში.

იხილეთ ფარული ვიდეოჩანაწერები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ვრცელი კომენტარი გააკეთა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ღამის კლუბებში მოსამართლის განჩინებით შევიდნენ.

იხილეთ ვიდეო: "ტყეში იყო, მიწაში ჩაფლული, არც გამიხსნია" - შსს-ს ფარული ჩანაწერი, როგორ ყიდიან ნარკოტიკებს კლუბებსა და ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

"ყარაბაღზე და უკანონო იარაღით ვაჭრობაზე გაკეთებული განცხადებისას ბაჩალიაშვილის დედამ დავით ფურცხვანიძის კვლევა დაიხმარა"

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა