"პოლიციას ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება" - სერგი გვარჯალაძე

"პოლიციას ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება" - სერგი გვარჯალაძე

„ღამის თბილისის ეკონომიკის“ ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თბილისის ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციებს ეხმაურება.

გვარჯალაძის თქმით, თუ წინააღმდეგობები არ გადაილახა, ამ მოცემულობაში, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

„მეგობრებო, საჭიროდ ვთვლი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. ის, რაც მოხდა და რასაც მთელი ღამის მანძილზე თვალს ვადევნებდი ადგილზე, აბსოლუტურად გაუგებარია და დამაზიანებლად მიმაჩნია თითოეული ჩვენგანისთვის; პირველ რიგში ადამიანებისთვის, რომლებიც საცეკვაოდ მივიდნენ პარასკევ ღამეს კლუბებში და მთელი ღამე ან პოლიციაში ან ქუჩაში პროტესტში გაატარეს.

ასევე, ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც ვფიქრობ, ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. თუ სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ოპერატიული სამუშაოები, ამ 8 ადამიანის დაკავება ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას იყო შესაძლებელი, ისე რომ ასეთი მღელვარება არ გამოეწვია ამ პროცესს.

დაზარალდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთ პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად იცნობენ. სამწუხაროდ, მე დღესაც არ მაქვს პასუხები და კომუნიკაცია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. ჩემი დაჟინებული რჩევაა, სასწრაფოდ მოხდეს გუშინდელი ღამის ოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიცების მატარებელ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის. ამ მოცემულობაში, ცხადია, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია დღეს, თუ ეს წინააღმდეგობები არ გადავლახეთ“, - წერს სერგი გვარჯალაძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს