"ყველას, ვისაც ბავშვები გყავთ, ყურადღებით!" - ქართველი ფსიქოლოგი ახალი საშიში ინტერნეტთამაშის შესახებ

"ყველას, ვისაც ბავშვები გყავთ, ყურადღებით!" - ქართველი ფსიქოლოგი ახალი საშიში ინტერნეტთამაშის შესახებ

ფსიქოლოგმა მარიამ ლილუაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ახალი საფრთხის შემცველი ინტერნეტთამაშის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

"ყველას, ვისაც ბავშვები გყავთ, ყურადღებით!!! გავრცელდა ინტერნეტთამაში "ჩარლი" (ლურჯი ვეშაპის ანალოგია)!!! მიაქციეთ ყურადღება, ბავშვები თამაშობენ... ჩემმა შვილმა შეასრულა ერთ-ერთი დავალება, რომელიც საბედნიეროდ ჩემთვის ცნობილი გახდა! იქნებ დაბლოკონ ეს თამაშები, ან არ ვიცი, სადაა საშველი. მე დავიბენი საშინლად!!!" - დაწერა ფსიქოლოგმა.

რასაკვირველია, თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია, დეტალების დასაზუსტებლად mshoblebi.ge პოსტის ავტორს დაუკავშირდა:

- მყავს 6 წლის შვილი, ბიჭი. ჩვეულებრივი ბავშვია, ცელქია, არ არის აგრესიული, მტირალა და მშიშარა. ძალიან კომუნიკაბელური და თავისუფალია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ძალიან გაღიზიანებული და შეშინებული იყო, ტიროდა ყველაფერზე, ტანსაცმელზე ჩამოკიდებული დაგვყვებოდა ყველას. ეს უყურადღებოდ არ დამრჩენია, უბრალოდ ვაკვირდებოდი.

ერთ დღეს მოხდა ასეთი ფაქტი: რამდენიმე წელია მაქვს ყვავილის ფორმის კალამი, რომელიც ძალიან მიყვარს, გეგამ ეს იცის და არ ეკარება, ხელს არ ჰკიდებს და არ აფუჭებს.. ერთ დღეს ვნახე ფურცელზე რაღაც ნახაზები და ჩემი საყვარელი კალამი ძალიან უხეშად დაგლეჯილი. გამიკვირდა, მეუცნაურა და მივხვდი, რომ ეს აგრესიული ქმედება საიდანღაც მოდიოდა.. ვკითხე, რაშია საქმე-თქო.. ტირილი დაიწყო, გააზრებული ჰქონდა, რომ ჩემი საყვარელი ნივთი გააფუჭა, მაგრამ ასეთი პასუხი გამცა - ის ჯადოქრობა რომ არ მომხდარიყო, ეს უნდა გამეკეთებინაო. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ეს ჩემთვის უკვე ნიშანი იყო. ბევრი ვესაუბრე და აღმოჩნდა, რომ ბავშვი "ლურჯი ვეშაპის" შესახებაც კარგად ინფორმირებული იყო და ისიც მითხრა, რომ "ჩარლის" თამაშობდა, ეს ჩარლი ბოროტი სულიაო..

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ინფორმაცია გაქვთ ამ თამაშზე?

- რასაკვირველია, მერე დავიტერესდი ამით. ჩემმა მამიდაშვილმა გადმოწერა, რომელიც ზრდასრულია, თავადაც 6 წლის შვილი ჰყავს, მეც გადმოვწერე და ძალიან დავიძაბე. თამაში არის ინგლისურ ენაზე, მაგრამ ესმით ბავშვებს, არის სრული ფსიქოლოგიური კოშმარი, გაძლევს დავალებებს, თავიდან მარტივებს, შემდეგ რთულდება... დაახლოებით იცი რას ჰგვას?! ძველად თეფშს რომ ატრიალებდნენ და სულს იძახედნდენ, მაგის მსგავსია... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ