ქაშუეთის ეკლესიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

ქაშუეთის ეკლესიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება. როგორც “AMBEBI.GE“-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე რამდენიმე ათეული სპეცრაზმელია, შესაძლოა 100-ზე მეტი.

იხილეთ ვიდეო

თვითმხილველებმა ავლაბარში წყლის ჭავლიანი მანქანაც შენიშნეს, რომელიც როგორც წესი აქციების დარბევის დროს გამოიყენება. შსს არ ადასტურებს სპეც-მანქანების მობილიზებას, თუმცა თვითმხილველი გიორგი გოდერძიშვილი ფეისბუქში კადრებს ავრცელებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს