რას ჰყვებიან სპეცოპერაციის დროს დაკავებულებზე ახლობლები - "ბლატნოი" გოგოა, მაგრამ გამორიცხულია ეგ იყოს ბარიგა"

რას ჰყვებიან სპეცოპერაციის დროს დაკავებულებზე ახლობლები - "ბლატნოი" გოგოა, მაგრამ გამორიცხულია ეგ იყოს ბარიგა"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. მათ ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ედებათ ბრალად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკს სისტემატურად ასაღებდნენ კლუბებში, მათ შორის, "ბასიანსა" და "გალერიში".

"ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო"- განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

შსს-მ ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა, რომლებზეც მათი ინფორმაციით, ასახულია ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტები თბილისის ღამის კლუბებში. ვიდეოში ჩანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის და თანხის გადაცემის კადრები "გალერის", "ბასიანის", "ხიდის" და სხვა ღამის კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე, ან კლუბების საპირფარეშოებში.

ჩვენი ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან: კაფე "გალერის" დაცვის წევრი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ქეთი მურუსიძე და ბორის დარახველიძე. დაკავებულებიდან ყველაზე უმცროსი 21 წლის არის.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, 21 წლის ქეთი მურუსიძე ტყიბულელია, თუმცა ბოლო წლები ის თბილისში ცხოვრობდა. ტყიბულიდან მშობლების დაშორების შემდეგ დედასთან ერთად წამოვიდა. ჩვენ დაკავებულის ახლობელს ვესაუბრეწთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"ქეთის დაკავების ამბავი ინტერნეტით შევიტყვეთ. მამამისი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. გავიგეთ რომ კლუბში არ დაუკავებიათ და სად დაიჭირა პოლიციამ არ ვიცით. "ბლატნოი" გოგოა, მაგრამ გამორიცხულია ეგ იყოს ბარიგა, ჩაუდეს ალბათ ეგ წამალი" - ამბობს მისი ახლობელი ჩვენთან საუბარში.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ კიდევ ერთი დაკავებულის მიხეილ მიქაძის ახლობელს, რაულ ქირიას:

"მიქა უკრაინაში გავიცანი. აქ სწავლობდა და უნივერსიტეტში რაღაც პრობლემა ჰქონდა, დედამისმა მთხოვა, რომ მიშას დავხმარებოდი და ამის გამო რამდენჯერმე შევხვდით. უკრაინაშიც აქტიურად იყო ჩართული კლუბურ ცხოვრებაში და როგორც ვიცი, რამდენჯერმე პრობლემებიც შეექმნა. არაჩვეულებრივი დედა ჰყავს, ექიმია, ინგლისში ცხოვრობს და შვილისთვის ყველაფერს აკეთებდა. განადგურებულია ქალი, ამ ამბის გაგების შემდეგ" - ამბობს ჟურნალისტი რაულ ქირია Ambebi.ge-სთან საუბრისას.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს