"ვისურვებდი, აღარასოდეს დავინახო ჩემკენ მომართული ავტომატი" - ბრიტანელი ტურისტი "ბასიანზე" მომხდარს იხსენებს

"ვისურვებდი, აღარასოდეს დავინახო ჩემკენ მომართული ავტომატი" - ბრიტანელი ტურისტი "ბასიანზე" მომხდარს იხსენებს

ბრიტანელი ტურისტი, რომელიც სპეცოპერაციის დროს „ბასიანზე“ იმყოფებოდა, მომხდარის შესახებ „ტვიტერზე“ წერს და იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს შეემთხვევა.

„ბასიანზე“ წავედი და პოლიციის რეიდში მოვყევი, ისინი ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული. ყველა, ვინც კლუბში ვიყავით, დაგვაყენეს კედლებთან. მოგვიანებით კი შენობიდან გარეთ გამოგვიშვეს. რისი გაგებაც შევძელი ჩემ გარშემო ხალხისგან, მივხვდი, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული რეიდი იყო. ვისურვებდი, რომ აღარასოდეს დავინახო ჩემკენ მომართული ავტომატი.

წარმოიდგინეთ, ხარ შენთვის კლუბში, იღებ სიამოვნებას, უცებ ყველაფერი ნათდება, დარბაზში შემორბის შეიარაღებული ხალხი ყვირილით ენაზე, რომელიც არ გესმის და წარმოდგენა არ გაქვს, რა ხდება“, - წერს ქეით ბიერდი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ