"ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში" - რა ვითარებაა პარლამენტთან

"ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში" - რა ვითარებაა პარლამენტთან

კარვების დაშლა იყო უკანონო ქმედება და ამაზე სამართალდამცველებს პასუხს მოვთხოვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება დღეს დილით დაკავებულებს, წიქარიშვილის ინფორმაციით, ისინი აქციის მონაწილეები არ ყოფილან.

"როგორც გავიგე ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არ იყვნენ და მათ ერთმანეთში დაპირისპირებათ მოუვიდათ. კარვები აშალეს და არანაირი კანონი არ არსებობს, რომლებიც ადამიანებს კარვების გაშლას უკრძალავს. ეს იყო უკანონო ქმედება და ამაზე პასუხს გავცემთ. ამ ეტაპზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გადავინაცვლებთ ოფისში დაგეგმარებისთვის", - განაცხადა წიქარიშვილმა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები უკვე აიღეს. თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 5 კარავი წუხელ დადგეს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები 12 მაისს კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათ 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ