პარლამენტის შენობასთან აქცია დასრულებულია - რას გეგმავენ აქციის ორგანიზატორები

პარლამენტის შენობასთან აქცია დასრულებულია - რას გეგმავენ აქციის ორგანიზატორები

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. პარლამენტთან აღარ იმყოფებიან არც ორგანიზატორები და არც აქციის სხვა მონაწილეები.

როგორც „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარაშვილმა განცხადა, აქცია პარლამენტის შენობასთან 15:00 საათზე განახლდება, მანამდე კი ორგანიზატორები სამომავლო გეგმების შესახებ „თეთრი ხმაურის“ ოფისში იმსჯელებენ.

პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის მხოლოდ ჟურნალისტები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე რჩება დინამიკები და სხვა აპარატურა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა გუშინდელი აქციის რამდენიმე მონაწილე. მათ კარვები ჰქონდათ გაშლილი, რომელიც დღეს პოლიციამ აიღო.

გარდა ამისა, დღეს დილით ერთმანეთს სამი ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა, თუმცა როგორც თავად განაცხადეს, ისინი აქციის მონაწილეები არ ყოფილან. ვითარება პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველების განმარტებით, აღნიშნული პირები წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ