რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან, სადაც "თეთრი ხმაურის" მოძრაობის აქცია მიმდინარეობს

რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან, სადაც "თეთრი ხმაურის" მოძრაობის აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას, ასევე ნარკოპოლიტკის რეფორმას ითხოვენ. ისინი ასევე პრემიერს მოუწოდებენ, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტის შენობასთან იგეგმება კონტრაქციის ჩატარებაც და მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ. მცირერიცხოვანი კონტრაქცია პარლამენტის შენობასთან უკვე მიმდინარეობს. ისინი „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან ყვავილების დაწყობის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც სიტუაცია მცირე ხნით დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელსაც „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია პოლიციის კორდონით აქვს შემოსაზღვრული. დღევანდელი აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობოლო მოძრაობა არ შეზღუდულა. როგორც „თეთრი ხმაურის“ აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელ აქციაზე გამოსვლები იქნება და განცხადებები გაკეთდება.

კრიტიკა, რომელიც დღეს გაჟღერდება პოლიციური სისტემის მიმართ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პერსონალურ კრიტიკად, - ასე მიმართა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა პოლიციელებს.

პარლამენტთან ამ წუთებში მიმდინარე აქცია პოლიციელების კორდონით არის გარშემოტყმული. წიქარიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გაწეული მუშაობისთვის. წიქარიშვილმა ასევე მიმართა კონტრაქციის მონაწილეებს, რომლებიც ქაშუეთთნ იკრიბებიან.

"მე არ ვიცი, რა არის ის, რაც ასეთ ხიდს აკეთებს ჩვენ შორის. არის იდეოლოგიური დაპირისპირებები. ისიც კარგად ვიცი, რომ თქვენც იგივე პრობლემების წინაშე დგახართ, როგორც ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში. ეს ხიდიც სისტემის უმოქმედობის ბრალია, სისტემის, რომელიც აპირისპირებს საზოგადოებრივ ჯგუფებს ერთმანეთთან. მე მგონია, რომ ჩვენს შორის ლაპარაკი შესაძლებელია", - განაცხადა წიქარიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტთან დგანან არა იმიტომ, რომ ნარკოტიკები და „ბარიგები“ უნდათ, არამედ ითხოვენ ნარკოპოლიტიკის რეფორმას. წიქარიშვილი ასევე გამოეხმაურა აქციის მონაწილეების მიერ რიგი პოლიტიკოსების არდაშვებას და მომიტინგეებს მოუწოდა, დაუშვან პოლიტიკოსები აქციაზე, როგორც მონაწილეები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ