"ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს ჩემს სარზე წამოცმას, ნაწლავების ამოყრას, თვალების დათხრას..." - გოგონას პირველი კომენტარი, რომელიც 9 აპრილის მონუმენტზე ცეკვავდა

"ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს ჩემს სარზე წამოცმას, ნაწლავების ამოყრას, თვალების დათხრას..." - გოგონას პირველი კომენტარი, რომელიც 9 აპრილის მონუმენტზე ცეკვავდა

ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა, - ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ ანა სუბელიანმა განაცხადა. იგი ერთ-ერთია, ვინც გუშინდელ აქციაზე 9 აპრილის მონუმენტზე ცეკვავდა.

"დღეს დილას თვალი გავახილე თუ არა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს ჩემს სარზე წამოცმას, ნაწლავების ამოყრას, თვალების დათხრას იმის გამო, რომ გუშინ ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, ვცეკვავდი დიახ, იმ მონუმენტზე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ჩემთვის ეს იყო თავისუფლების აქტი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო, იმდენად სუფთა გულით და სუფთა ემოციით გავაკეთე ეს. მეგობრებო, თქვენ მოგიწოდებთ, ვინც ამ მონუმენტთან დგახართ, დაფიქრდით, იქნებ სხვაგვარად შევხედოთ ამ ყველაფერს, ჩაიხედეთ თქვენს გულებში, რატომ ხედავთ ყველანაირ ქმედებაში მხოლოდ სიბინძურეს, არ ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. ჩვენ აქ ვდგავართ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ სიყვარული. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელსაც ჰქვია 9 აპრილის ბრძოლა. ჩემი თანამოქალაქეები, მაშინ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ, იბრძოდნენ იმისთვის, რომ გვქონოდა ქვეყანა დღეს როგორიც გვაქვს და კიდევ უფრო უკეთესი გვქონოდა. სწორედ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ და ძალიან გთხოვთ ნუ შეგვიშლით ხელს", - განაცხადა სუბელიანმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ