რუსთაველზე დაძაბულობაა - დააკავეს რამდენიმე პირი

რუსთაველზე დაძაბულობაა - დააკავეს რამდენიმე პირი

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დაძაბულობაა. პარლამენტის მოპირდაპირედ, მუზეუმთან მდგარი ხალხი პარლამენტის შენობასთან გადასვლას ცდილობს. ისინი „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქციის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

ამ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა არ გადაუშვეს. პოლიციელები საავტომობილო გზის გასწვრივ იმყოფებიან და კორდონი აქვთ გაკეთებული.

დაძაბულობის დროს რამდენიმე პირიც დააკავეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე აქციას აპროტესტებენ და როგორც ისინი აცხადებენ, ითხოვენ 9 აპრილის მემორიალთან გადასვლას და სანთლების დანთებას. თვითმხილველთა ინფორმაციით, კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს ქვებიც ესროლეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ