კონტრაქცია "თეთრ ხმაურს" ერთსაათიან ვადას აძლევს, "თეთრი ხმაური" კი თავდაცვისთვის მზადაა

კონტრაქცია "თეთრ ხმაურს" ერთსაათიან ვადას აძლევს, "თეთრი ხმაური" კი თავდაცვისთვის მზადაა

კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ერთსაათიანი ვადა მისცეს, რათა მათ დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავენ, რომ რადიკალურ ზომებს მიმართონ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამართალდამცავებს ორ ზოლად ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული, რათა არ მოხდეს რაიმე დაპირისპირება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რუსთაველზე აკრძალულია საავტომობილო მოძრაობა.

სამართალდამცველები, გარდა რუსთაველის გამზირისა, მობილიზებულნი არიან მის პარალელურ ქუჩებზეც. ბოლო ერთი საათის განმავლობაში ადგილზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როდესაც დაპირისპირებული მხარეები, მიუხედავად მათი დისტანციისა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ასევე, კონტრაქციის მონაწილეები დაედევნენ ერთ–ერთ ავტომობილს და მცირე დაზიანება მიაყენეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, აღნიშნული ავტომობილის მძღოლმა მათ შუა თითი აჩვენა.

"თეთი ხმაურის" წევრი, ბექა წიქარიშვილი კი აცხადებს, რომ თუ პოლიცია მათ არ დაიცავს, აქვთ საკმარისი გამოცდილება, რომ საკუთარი თავი დაიცვან. მან სამართალდაცველებს მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ