ქალი, რომელმაც ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა - ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა

ქალი, რომელმაც ცნობილი ქართველი მოდელები აღმოაჩინა - ნატა სამადალაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სამოდელო სააგენტო "ნატალის" დამფუძნებელი ნატა სამადალაშვილი.

ნატა სამადალაშვილი პირველი ქართველი ქალი იყო, რომელმაც საქართველოში სამოდელო სააგენტო შექმნა. "ნატალის" ქართული მოდის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის. არაერთი ულამაზესი გოგონა, რომელიც დღეს წარმატებული მოდელია, სწორედ ნატა სამადალაშვილმა აღმოაჩინა. თაკო ჩხეიძე, თიკა ფაცაცია, კრისტი ყიფშიძე, ლიკა კვარაცხელია, თამუნა გაბრიელაშვილი, ლიკა ქორქია - ქართულ პოდიუმზე უამრავმა ცნობილმა სახემ, წლების წინ სწორედ სააგენტო "ნატალიში" დაიწყო სამოდელო კარიერა.

მოდელები, დიზაინერები და მოდის სფეროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გამოთქვამენ წუხილს ნატა სამადალაშვილის გარდაცვალების გამო.

"ნატალი" 2017 წელს 25 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჟურნალმა "ბომონდმა" სპეციალური ფოტოსესია მოაწყო, რომელშიც 90-იანი და 2000-იანი წლების ყველა ცნობილი მოდელი იღებდა მონაწილეობას.

"ნატალის" შექმნის იდეა დამებადა 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში რესტრუქტურიზაცია დაიწყო. ამ დროისათვის ჩვენს ბაზარზე აქტიურად მუშაობდა `მოდელების~ სახლი, სადაც მე დამდგმელ ქორეოგრაფად ვმუშაობდი. გადავწყვიტე, გამეხსნა სამოდელო სააგენტო ჩემს მეგობრებთან ერთად და გოგონებისთვის მიმეცა საშუალება, იმ რთულ პერიოდში დაემკვიდრებინათ თავი, როგორც მოდელებს. ჩვენ ერთიანი ძალებით შევძელით სტერეოტიპის დამსხვრევა, რაც იმ პერიოდში არსებობდა მოდელის პროფესიასთან მიმართებაში...

"ნატალიმ" 25 წლის განმავლობაში შექმნა საკუთარი მეთოდი, რომლითაც გოგონებს ვეხმარებით ისწავლონ არა მარტო სიარული, არამედ ყველაფერი, რაც სრულყოფილი ქალისთვის არის საჭირო. ჩემი დევიზია, მოდელებმა არა მარტო საკუთარი სილამაზე აჩვენონ, არამედ ინტელექტიც!" - იხსენებდა "ბომონდთან" ინტერვიუში ნატა სამადალაშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ