"ვითხოვ ლეგალიზებას!" - ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას სოციალურ ქსელში განიხილავენ

"ვითხოვ ლეგალიზებას!" - ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას სოციალურ ქსელში განიხილავენ

ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი სიმღერა განათავსა, სახელწოდებით „ლეგალიზება“. ვიდეო, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება, „იუთუბზე“ დღეს არის ატვირთული, „ფეისბუქზე“ კი რეპერმა, დაახლოებით, 1 საათის წინ გააზიარა მინაწერით - "ლეგალიზება მშვიდობისთვის".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი სიმღერის ტექსტში აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მოწევის გამო წლებს ციხეში ატარებენ და საჭიროა, ლეგალიზაცია მოხდეს.

თბილისში მიმდინარე აქციების ფონზე, ბერას ახალი სიმღერა საზოგადოებამ მინიშნებად მიიღო. რეპერის ახალ ნამუშევარს სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ და წერენ, რომ ეს ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადია.

„რა იწვევს თაობის პარალიზებას? და დემორალიზებას? ბარიგები კლავენ იმდენ ხალხს, ვითხოვ ლეგალიზებას“ - მღერის ბერა.

სიმღერა სრულდება ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას ტაისონის განცხადებით, რომ ალკოჰოლი ლეგალურია და მან შეიძლება მეტი ზიანი მოგაყენოს, ვიდრე მოწევამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ