"ყველა მოთხოვნაზე მიდის მოლაპარაკება, შესაძლოა, მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები" - წიქარიშვილი გახარიასთან შეხვედრის შესახებ

"ყველა მოთხოვნაზე მიდის მოლაპარაკება, შესაძლოა, მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები" - წიქარიშვილი გახარიასთან შეხვედრის შესახებ

"თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრი და აქციის მონაწილე ბექა წიქარიშვილი შს მინისტრთან მიმდინარე მოლაპარაკებიდან აქციაზე დაბრუნდა. წიქარიშვილის თქმით, გიორგი გახარიასთან მოლაპარაკება მიდის ყველა მოთხოვნაზე.

"შესაძლოა, მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ამიტომ, გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდი ტონი," - განუცხადა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს.

განცხადების შემდეგ ის კვლავ მინისტრთან შეხვედრაზე დაბრუნდა.

გიორგი გახარიასა და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრების მოლაპარაკება პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. წიქარიშვილის გარდა, მას, სავარაუდოდ, ნაჯა ორაშვილი და ვახუშტი მენაბდეც ესწრებიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ