რა შედეგით დასრულდა შეხვედრა შს მინისტრთან - წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს გახარიას შეთავაზებები გააცნო

რა შედეგით დასრულდა შეხვედრა შს მინისტრთან - წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს გახარიას შეთავაზებები გააცნო

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი შს მინისტრთან მიმდინარე მოლაპარაკებიდან აქციაზე დაბრუნდა და შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები გააჟღერა.

"როგორც მინისტრმა გვითხრა, ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაურბის. ხვალ 10:00 საათიდან მასთან ერთად განვიხილავთ პარასკევის ღამის მოვლენებს და ის მზად არის, რომ ვინც იქ გადაცდომები ჩაიდინა, პასუხი აგონ. მივიღეთ დაპირება, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა და უახლოეს დღეებში კონკრეტული პროგრესი იქნება. მოკლედ ეს არის ის, რაც შემოგვთავაზეს. ვფიქრობთ, რომ ამ შემოთავაზების მიღება ჩვენს მოძრაობას არაფერს აკლებს, პირიქით, ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, როგორც არასდროს და მე ამის მჯერა. შესაძლო დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ყველას. არ გვსურს დაპირისპირება და ესკალაცია, ასევე საზოგადოების აზრის ორად გაყოფა... ყველაფერს ვიზამთმ, რომ ის ადამიანები, ვინც გვეწინააღმდეგებიან, დავარწმუნოთ... თუ ეს დანაპირები კიდევ არ შესრულდება" - აღნიშნა წიქარიშვილმა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას "ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელი ნაჯა ორაშვილი და ვახუშტი მენაბდეც იმყოფებოდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ