"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია შეწყდა

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია შეწყდა

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია, რომელიც პარლამენტთან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთი კვირით შეწყდა. გადაწყვეტილება შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

როგორც შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, მათ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ წავა პროცესები, შაბათს კი გაიმართება ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია.

„იცით, რომ ეს ბრძოლა არც დღეს დაგვიწყია და არც ვაპირებთ, რომ ხვალ დავასრულებთ, თუ რა თქმა უნდა არ მივიყვანთ ბოლომდე. ამიტომ, ჩვენი პროტესტი იქნება ყოველთვის ლეგიტიმური. თუკი არ შესრულდება დანაპირები, ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია პროტესტს. ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი. შაბათს იქნება გადამწყვეტი აქცია. ვაანონსებთ ორგანიზებულ და უფრო დიდ აქციას.

მთელი ამ კვირის განმავლობაში ჩვენ ვიმუშაოთ. ვნახოთ, როგორ წავა თანამშრომლობის შემოთავაზება, რამდენად კონსტრუქციული და რეალისტური იქნება დაპირებები, რომელიც დღეს მივიღეთ. შემდეგ მოვიქცევით შესაბამისად.

მიდის ანტიპიარი, მიდის გაშავების მცდელობები. მე მინდა ყველას გთხოვოთ, მთელი ეს კვირა ვიმუშათ აქტიურ კამპანიებზე იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ, რისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენ მართლები ვართ და ამ სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეების მშვიდობიანად დაშლის და მათი უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, შს მინისტრის მითითებით, მათთვის პარლამენტის ეზოს კარი გაიღო. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მხარდამჭერები პარლამენტის ეზოში შედიან, სადაც მათთვის განთავსებულია რამდენიმე ავტობუსი. აქციის მონაწილეები სხდებიან ავტობუსებში, რომელიც დგას პარლამენტის ეზოში და ასე ტოვებენ ადგილს.

გიორგი გახარია მოლაპარაკებების შემდეგ აქციაზე გავიდა და იქ შეკრებილებს მიმართა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებთან გამოსვლა ბოდიშით დაიწყო.

„თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ თქვენ ბოდიში“, - განაცხადა გახარიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ