ვასო ფხაკაძემ და ლიკუნა მეტრეველმა ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პარიზში ქორწილი გადაიხადეს

ვასო ფხაკაძემ და ლიკუნა მეტრეველმა ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პარიზში ქორწილი გადაიხადეს

ვასო ფხაკაძემ და ლიკუნა მეტრეველმა ჯვარი დაიწერეს. წყვილმა ქორწილი საფრანგეთში, კერძოდ პარიზში გადაიხადა, ჯვარი პარიზის ქართულ ტაძარში დაიწერეს და წვეულებაზე ულამაზესი თეთრი ტორტიც გაჭრეს.

ლიკუნას ქორწილში სადა ცისფერი კაბა ეცვა. კაბის ერთი დეტალიც ბრჭყვიალა ფაქტურით იყო შექმნილი. ჯვრისწერის ცერემონიალის შემდეგ, ლიკუნამ და ვასომ მეგობრები ერთ-ერთ რესტორანში მიიწვიეს. წვეულებისთვის ლიკუნამ კაბა გამოიცვალა.

შეგახსენებთ, ლიკუნას და ვასოს ოჯახური თანაცხოვრება 4 წელიწადს ითვლის, მათ ორი შვილიც ჰყავს. ლიკუნა ქმარზე 13 წლით უმცროსია. ის მოდელია და ქართველი დიზაინერების ჩვენებებშიც აქტიურად მონაწილეობს...დაათვალიერეთ ფოტოები ქორწილიდან

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს