ნანკა კალატოზიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან ჭკვიანია და სწორი გათვლები აქვს

ნანკა კალატოზიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან ჭკვიანია და სწორი გათვლები აქვს

ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანია შინაგან საქმეთა მინისტრი და მას სწორი გათვლები აქვს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ძალთა დემონსტრირებას, ხოლო ბექა წიქარიშვილს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მოცემულ სიტუაციაში აქცია შეეწყვიტა.

"მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში ბექა წიქარიშვილს სხვა რამის გაკეთების საშუალობა არ ჰქონდა, რადგან 10 საათზე მეტი, აქციის მონაწილეები იყვნენ ალყაში. ჩემი აზრით, მოხდა ძალის დემონსტრირება, რადგან როდესაც კლუბში შევიდნენ, უკვე დაკავებულები ჰყავდათ რეალიზატორები და რომც არ ჰყოლოდათ, მათ ხომ იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები?! სპეცოპერაციის ჩატარება შეიძლებოდა სხვაგან, წყნარად, ისე, რომ ხალხი არ დარბეულიყო. მეორე დღესაც ძალის დემონსტრირება იყო „ქართული მარშის“ თუ ნეონაცისტების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რომ ქალაქში დარბოდნენ და გაჰკიოდნენ სისხლს დავღვრითო. პირველად არ ხდება ეს და ამის უფლებას რატომ აძლევენ, წარმოუდგენელია", - აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.

ნახეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ