"კროტით" მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

"კროტით" მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს

ქიმიური ნივთიერება "კროტით“ მოწამლული ბავშვები იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოში განუცხადეს, 9 წლის ბიჭი საავადმყოში მოთავსებიდან მე-4 დღეს, 13 მაისს გაეწერა, 5 წლის გოგონა კი მე-5 დღეს, 14 მაისს. ბავშვებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ჰქონდათ დამწვარი. შესაბამისად, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, გაწერის მომენტში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. 5 და 9 წლის ბავშვებს ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში მკურნალობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით. როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტი“ შეჭამეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ