რატომ ღირს საქართველოში მედიკამენტები უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და აზერბაიჯანში - შეადარეთ ფასები

რატომ ღირს საქართველოში მედიკამენტები უფრო ძვირი, ვიდრე თურქეთსა და აზერბაიჯანში -  შეადარეთ ფასები

საქართველოში მედიკამენტების ფასების პერმანენტული ზრდის გამო მოსახლეობა წამლების შეძენის ალტერნატიულ გზებს სულ უფრო ხშირად ეძებს. არც თუ იშვიათად გვსმენია იმ ფაქტის შესახებ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში, კერძოდ, თურქეთში მედიკამენტების შესაძენად მიდიან.

ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მაგალითს თუ დავუჯერებთ, წამლები, რომლებიც მას საქართველოში 187 ლარი უჯდებოდა, თურქეთში 63 ლარად შეიძინა. მომხმარებლები ფასების სხვაობის გარდა, იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ თურქეთში მედიკამენტები გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე საქარველოში.

Allnews.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია ის სხვაობა, რომლებზეც მედიკამენტების აქტიური მომხმარებელი მოქალაქეები საუბრობენ. ამ მიზნით, მცირე კვლევის ჩატარება გადაწყვიტა. ქვემოთ წარმოდგენილი ფასები Allnews.ge-ის საქართველოს მეზობელი ქვეყნების აფთიაქებიდან მოაწოდეს.

მცირე კვლევის შედეგად მიღებული ზოგადი სურათის თანახმად, მედიკამენტების კონკრეტული ნაკრები თურქეთში ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, სხვაობა არც თუ უმნიშვნელოა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, სომხეთში კი, როგორც აღმოჩნდა მედიკამენტებზე უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე საქართველოში.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში თინა ტურძილაძე განმარტავს, რომ ყველაფერი, რაც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს წამლების საოპერაციო ხარჯებზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ლარის კურსი, რეგულაციები, მოსაკრებლები და ა.შ. ცხადია აისახება წამლის ფასზე.

"ჩვენი მოცემულობაა, რომ ქართული ფასნამატები აღემატება ევროპულ, მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად, თურქულ ფასნამატებს იმ ფონზე, როცა ქართული პროფილური საოპერაციო ხარჯები, მოსაკრებელი, ტექნიკური ხარჯები გაცილებით დაბალია ვიდრე მათი. გამოდის, რომ წამლის ფასნამატი არაპროფილურ საოპერაციო ხარჯებს მოიცავს ან/და მოგებაა დიდი. მაღალი სამომხმარებლო ფასები, პოლიფარმაცია, (წამლების ჭარბი დანიშნულება და მოხმარება) და წამლების პირდაპირი (ჯიბიდან) გადახდები არის ის მიზეზები რომლებიც უნდა დაძლიოს სისტემამ რომ წამალი ხელმისაწვდომი გახდეს. მარტო ფასის შეკავება საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად" - აღნიშნა თინა ტურძილაძემ განაგრძეთ კითხვა და შეადარეთ ფასები მეზობელ ქვეყნებთან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ